მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. მან შეურაცხყოფის ფაქტი აღიარა და მოინანია. სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
მიხეილ ტოტიკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. ჭაფოძემ თავად მიმართა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ტოტიკაშვილმა შეურაცხყოფის ფაქტი აღიარა და მოინანია. მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.