ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
კერძოდ, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ევროკომისიაში ამბობენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ.
„ბუნებრივია ისლანდიის წინააღმდეგ ისინი [ევროკომისია] ვერ გამოიყენებდნენ იგივე ტერმინოლოგიას, რასაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების მოძებნით, საქართველოს წინააღმდეგ იყენებდნენ.
მეორე, თავად საკითხის შინაარსია მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისი არის ევროკავშირში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.