დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი „დიფ სთეითის“ მოქმედებას უწოდებს მემარცხენე პოლიტიკოსების მიერ ბავშვებისთვის სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების მხარდაჭერასა და ტრამპის ადმინისტრაციის საღი აზრის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებს.

„თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, მაშინ ნახეთ ცნობები, სადაც მემარცხენეები ღიად მოუწოდებენ ჯანდაცვის სააგენტოში დარჩენილ ბიუროკრატებს გააუქმონ მამაჩემის გადაწყვეტილება, რათა მათ ბავშვების ჰორმონებით გამოკვება და სქესის შეცვლის შეუქცევადი ოპერაციები გააგრძელონ“, - დაწერა დონალდ ტრამპ უმცროსმა.