თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, Google-ში ფრაზის „2026 most trendy destination“ ძიებისას, ყველაზე ტრენდული მიმართულებების ჩამონათვალში თბილისი (საქართველო) ისტორიული მემკვიდრეობით, ცოცხალი ხელოვნებითა და კულინარიული კულტურით გამორჩეულ მიმართულებად დასახელდა.

„რაც შეეხება სხვა პოპულარულ მიმართულებებს, Google-ის საძიებო სისტემაში გამოარჩია მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუინონი (ვიეტნამი) და პუერტო ესკონდიდო (მექსიკა)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.