ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ხვალიდან საშემოდგომო სესია იწყება.

„ძირითადად დღევანდელი შეხვედრა იყო საორგანიზაციო შინაარსის, თუ რა გეგმები გვაქვს, რა არის დაგეგმილი არ მხოლოდ პლენარულ სესიებზე, არამედ ზოგადად, საშემოდგომო სესიაზე. რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაც მოხდა. მათ შორის არის კანონმდებლობა, რომელსაც ვამუშავებთ სხვადასხვა სამინისტროსთან, აღმასრულებელ გუნდთან ერთად ჩვენი პარლამენტი და დარგობრივი კომიტეტები.

ერთი, რაც მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოებისთვის, კერძოდ, ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით - უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე“, - აღნიშნა კირცხალიამ.