ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის ეკონომიკური კავშირი, როდესაც ეკონომიკურ გაერთიანებაში წევრიანდები,მოწყვლადი ქვეყანა არვის სჭირდება, ყველას სჭირდება ორ ფეხზე მდგარი ეკონომიკურად მყარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი ე.წ. ოპონენტები გვეუბნებიან, რომ თურმე დანგრეული ქვეყანა, დანგრეული ეკონომიკა და როცა ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი იქნება, მაშინ უნდა გაგვიღონ ევროკავშირის კარი. ფაქტია, რომ რეალობაში ეს ასე არ მოქმედებს. 

ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ. 

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.