სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს შეხვდა
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტირუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვსშეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენბისი“ ავრცელებს.
შეხვედრა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების სამიტზე გაიმართა. მედიის ცნობით, ბესენტისადა სილუანოვის შეხვედრაზე დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
Fox Business-ის წყაროს ცნობით, ბესენტმაპრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინის საკითხზე შემუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
ცნობისთვის, რუსეთის ფინანსთა მინისტრი G20-ის სამიტში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად მონაწილეობს.