პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს როგორც პლენარულ სხდომასთან, ისე საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებით.
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
სხდომაზე გაჟღერდა ერთ-ერთი ინიციატივა, კერძოდ, აღინიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი გაიზარდოს, რაც პოზიტიურად აისახება მოქალაქეებზე.
ხვალ, 1-ელ სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება.