სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები დააანონსა

სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები დააანონსა

ამერიკის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა ბიზნესების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ საქმიან ურთიერთობას ისევ განაგრძობენ.

„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს. ამ რეჟიმს ეკონომიკურად დავახრჩობთ“, - განაცხადა მან.