არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი არის მაოხრებელი გზირი. მისთვის, რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს

სააკაშვილისთვის რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშილის განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, სააკაშვილის მთავარი მიზანი, თავისი პატრონების დავალების შესაბამისად, საქართველოს ამოგდებაა.

„მიხეილ სააკაშვილი თავისას არ იშლის და რა თქმა უნდა არც მოიშლის. ისევ ომის რიტორიკაზეა, ისევ უნდა, რომ ომი იყოს გაჩაღებული საქართველოს ტერიტორიაზე. მისთვის, რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს. ეს არის მაოხრებელი გზირი, რომლის მთავარი მიზანი, თავისი პატრონების დავალების შესაბამისად, ამ ქვეყნის ამოგდება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.