შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე ჰკითხა, სადაც ის უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.
„სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება სამართლებრივი საკითხის. სხვადასხვა დროს გვინახავს ასეთი მცდელობები, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ვისურვებდი, რომ სამართლებრივი პრეტენზიები, რომელიც აქვს პროკურატურას, თუ გამოძიებას, ამას გაეცეს პასუხები. არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. რაც შეეხება ამ ადამიანს [ლაზარე ჯორბენაძეს], რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა თუ არ ვცდები, სიცოცხლე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ, ზოგიერთმა ადამიანმა, ჟურნალისტს ვგულისხმობ, რომლებიც გამომსარჩლებლად არიან ქცეულები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.