შალვა პაპუაშვილი: დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში

შალვა პაპუაშვილი: დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში

დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე საუბრისას.

პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის თანამშრომლებს და არქეოლოგებს, რომლებიც მუშაობენ რუსთაველის გამზირზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომ ამ სამუშაოების განხორციელების პროცესში ყურადღებით არიან იმ არქეოლოგიურ არტეფაქტებთან, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს სამუშაოების დროს და მადლობა მინდა გადავუხადო არქეოლოგებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი მონაკვეთის ეპიზოდი დაგვანახონ.

ძალიან საინტერესო იყო, რომ ვნახეთ ადგილი, სადაც როგორც ჩანს ადრე იყო თიხის საამქრო, სადაც ბევრი ჭურჭელია აღმოჩენილი, თავის ისტორიასაც გვიყვება, ვინაიდან ქურაში დარჩენილი თიხის ჭურჭელია, რომელიც, როგორც ჩანს რაღაც ისტორიული მოვლენის გამო დარჩა ქურაში და მას შემდეგ დარჩა მიწის ქვეშ და ახლა საუკუნეების შემდეგ, როგორც აფასებენ არქეოლოგები, დაახლოებით მე-10 - მე-11 საუკუნის არტეფაქტებია, რომლებმაც ამდენი საუკუნის შემდეგ პირველად იხილეს მზის შუქი და ეს კიდევ ერთხელ ამატებს ჩვენი ქვეყნის და დედაქალაქის ისტორიას განსაკუთრებულ შტრიხებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე და გადიოდა მთავარ გამზირზე. დღეს რუსთაველის გამზირი, მაშინ კი იქ გადიოდა გზა, რომელიც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია იყო.