შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - რა ფასი აქვს თქვენთვის ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას?

„რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს, მასთან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს?! შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა; რასა იუკნევიჩიანე - გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია რომ არის, ეს ფაქტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.