არჩილ გორდულაძე ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია დაადგა სოვეტიზაციის გზას. ასეთი რამ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 70 წლის მანძილზე, როდესაც ფურცელზედ აწერილი იყო, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა უფლება, რომ გასულიყო საბჭოთა კავშირისგან მაგრამ არავითარი პრაქტიკულ შესაძლებლობა ამისთვის არ არსებობდა

ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია დაადგა სოვეტიზაციის გზას. ასეთი რამ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 70 წლის მანძილზე, როდესაც ფურცელზედ აწერილი იყო, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა უფლება, რომ გასულიყო საბჭოთა კავშირისგან მაგრამ არავითარი პრაქტიკულ შესაძლებლობა ამისთვის არ არსებობდა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკავშირში გერმანიის ინიციატივაზე.

მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოთა კავშირის გზას ადგას.

„ევროკავშირი შექმნილია თანასწორუფლებიანობაზე, ადამიანების უფლებების ურყევ დაცვაზე და ამავდროულად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე. მაგრამ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია დაადგა სოვეტიზაციის გზას. ამბობდნენ, რომ უნდა ჰქონდეთ ქვეყნებს მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებები, ხოლო არანაირი უფლება. ასეთი რამ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 70 წლის მანძილზე, როდესაც ფურცელზედ აწერილი იყო, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა უფლება, რომ გასულიყო საბჭოთა კავშირისგან მაგრამ არავითარი პრაქტიკულ შესაძლებლობა ამისთვის არ არსებობდა. ზუსტად იმავე გზას ხომ არ ადგას შემთხვევით ევროკავშირი?! რა თქმა უნდა სუვერენიტეტის სრული განულებაა, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებები აქვს ქვეყანას და არავითარი უფლებები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გერმანიის ინიციატივა ევროკავშირში გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპისა და ვეტოს უფლების გაუქმებას, რათა მნიშვნელოვანი საკითხები კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყდეს. ამ წინადადებას უკვე შეუერთდა ევროკავშირის 12 წევრი ქვეყანა.