პრემიერი: შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს ჩვენ ძალიან დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას, მარტო წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე საორიენტაციოდ 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები

შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას მიმდინარე გამოძიებასა და სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხზე.

„მე არ ვიცი რამდენად ჰქონდა სამეთვალყურეო საბჭოს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე დაედგინა. გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში საგამოძიებო ორგანოები მოფენენ ყველაფერს ნათელს.

პროცესი გრძელდებოდა, თუ არ ვცდები უკვე დასრულებულია ეს პროცესი, შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს ჩვენ ძალიან დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას. მარტო წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე საორიენტაციოდ 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები. ძალიან აქტიურად მუშაობს ამაზე ბატონი ლაშა აბაშიძე და მისი ძალიან მადლიერი ვართ გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმიანობით შარშანაც და წელსაც ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა ან შეემატა საქართველოს რკინიგზას. გაორმაგდა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ რკინიგზის შემოსავლები და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალი წლის შემოსავლები შესაბამის საანგარიშო წელთან შედარებით“, - განაცხადა პრემიერმა.