"თბილისის ურბანული ტყე" - ფონდ "ქართუს" დაფინანსებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტის ფაგრლებში დაირგო 700 000-მდე ნერგი, განახლდა 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი
"თბილისის ურბანული ტყე" - საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა.
უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი. განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.
რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა - ძელსკამები, გადმოსახედები, ფანჩატურები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი.
პროექტის ფარგლებში, ასევე გამოყენებულია, ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი.
ამოქმედდება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს კოორდინაციაში დაეხმარება.
თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში გამწვანების მორიგი აქცია და შემეცნებითი ტური მოეწყო.