ლევან მაჭავარიანი - ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს გაემიჯნოს

ლევან მაჭავარიანი - ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს გაემიჯნოს

როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილმა კარგად გაიაზრა, რომ აბსურდში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და სავარაუდოდ, ცდილობს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ამ შემთხვევაში, ის იმ ხაზს უნდა დათანხმდეს, რასაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება და უნდა თქვას, რომ უალტერნატივოა ჩვენი ხაზი და პოლიტიკა, როგორც საგარეო, ისე საშინაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ხაბეიშვილის სტატუსში თანხვედრებია „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან.

„ისიც კარგად გაიაზრა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და მოქალაქეების დაკვეთის შესრულებით მოვიგეთ არჩევნები. ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს რაღაცნაირად გაემიჯნოს. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გაარძელებს თუ არა იგი ამ მესიჯბოქსს, რაც ჯამურად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: „ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას“. ამასთან, ხაბეიშვილი აღნიშნავს: „საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა“.