გიორგი ბარამიძე აგვისტოს ომზე: ჩვენ მოქმედებები, მათ შორის პასუხი დავიწყეთ 8-ში. ძირითადი ნაწილი იყო ბუნებრივია 8-ში, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეაგირება უკვე 7-ში

გიორგი ბარამიძე აგვისტოს ომზე: ჩვენ მოქმედებები, მათ შორის პასუხი დავიწყეთ 8-ში. ძირითადი ნაწილი იყო ბუნებრივია 8-ში, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეაგირება უკვე 7-ში

ჩვენი პასუხი დაიწყო 7 აგვისტოს. ეს არის დოკუმენტირებული ფაქტი, მათ შორის საკმაოდ წინააღმდეგობრივ „ტალიავინის დასკვნაშიც“ წერია ქართულ-რუსული საზღვარი როდის გადმოკვეთა ძირითადმა ნაწილმა რუსეთის ფედერაციის ძალებისა და ეს არის 7 აგვისტოს გვიან საღამოს. ეს არის ფაქტი, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე, მაშინ რატომ დაწერა სამხედრო მოქმედებების დაწყების თარიღად მიხეილ სააკაშვილმა 8 აგვისტო, ბარამიძე აცხადებს, რომ ძირითადი მოქმედებები დაიწყო 8 აგვისტოს, თუმცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 7 აგვისტოს გადმოკვეთეს საზღვარი.

„ჩვენ მოქმედებები, მათ შორის პასუხი დავიწყეთ 8-ში. ძირითადი ნაწილი იყო ბუნებრივია 8-ში, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეაგირება უკვე 7-ში იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ 7-ში შემოდიოდა ეს ძალა. ანუ გაუგებარი და საკამათო აქ არაფერი არ არის“, - აცხადებს ბარამიძე.