სპორტის მინისტრის მოადგილე ჰოკეის განვითარების ევროპის კომიტეტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ჰოკეის განვითარების ევროპის კომიტეტის გენერალურ დირექტორ ტომ პედერსენ სმიტსა და კომპანია „ბლუპრინტის“ ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გენერალურ დირექტორ ფილ ტეილორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბალახის ჰოკეის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს; საუბარი ასევე შეეხო ბალახის ჰოკეის მოედანს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ჰოკეის ფედერაციას საჩუქრად გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ბაქრაძე, ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე თევდორაძე და სპორტის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.