ირაკლი ზარქუა მზია ამაღლობელის დაჯილდოებაზე: ვინც დააჯილდოვა ეს ადამიანი, აბა, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიციელს რომელიმე აქტივისტმა ხელი გაარტყას, შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ექცევიან შემდეგ ეს პოლიციელები გერმანიაში, საფრანგეთში თუ სხვა ევროპულ საზოგადოებებში

ირაკლი ზარქუა მზია ამაღლობელის დაჯილდოებაზე: ვინც დააჯილდოვა ეს ადამიანი, აბა, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიციელს რომელიმე აქტივისტმა ხელი გაარტყას, შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ექცევიან შემდეგ ეს პოლიციელები გერმანიაში, საფრანგეთში თუ სხვა ევროპულ საზოგადოებებში

ვინც დააჯილდოვა ეს ადამიანი, აბა, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიციელს რომელიმე აქტივისტმა ხელი გაარტყას, შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ექცევიან შემდეგ ეს პოლიციელები გერმანიაში, საფრანგეთში თუ სხვა ევროპულ საზოგადოებებში, - განაცხადა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას სახელობის „სოლიდარობის პრიზის“ გადაცემასთან დაკავშირებით.

ზარქუას თქმით, სწორედ რადიკალების პატრონების, დამფინანსებლების მხრიდან ხდება წახალისება, შექება, მოწონება ამ საქციელის.

„ამ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, უსამშობლოების მხრიდან შეტევა იყო ქვეყნის სუვერენიტეტზე. როგორ ცდილობდნენ რევოლუციები მოეწყოთ, ყველა ინსტიტუცია შეურაცხყოფილი დაეტოვებინათ, ეს იქნებოდა პარლამენტი, პოლიცია, კანცელარია, სახელმწიფო თუ ა.შ. ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი იყო ის ე.წ. გალაწუნება, რომელსაც გვისაღებდნენ, როგორც აზრისა და თავისუფლების გამოხატვას. როგორც დანარჩენ ევროპულ საზოგადოებებში ხდება, ამ დანაშაულისთვის არის ციხე. სწორედ ასეთების, მათი პატრონების, დამფინანსებლების მხრიდან ხდება წახალისება, შექება, მოწონება ამ საქციელის. ვინც დააჯილდოვა ეს ადამიანი, აბა, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიციელს რომელიმე აქტივისტმა ხელი გაარტყას, შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ექცევიან შემდეგ ეს პოლიციელები გერმანიაში, საფრანგეთში თუ სხვა ევროპულ საზოგადოებებში“, - განაცხადა ზარქუამ.

მზია ამაღლობელს პოლონეთის მთავრობის მიერ დაარსებული ლეხ ვალენსას სახელობის „სოლიდარობის პრიზი“ გადასცეს.