ტრამპის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადასცა, რადგან კიევს ამისთვის საჭირო თვითმფრინავები არ აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინას მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადასცა, რადგან კიევს ამისთვის საჭირო თვითმფრინავები არ აქვს.
„არის საბრძოლო მასალა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ვერ მიიღებდა, თუმცა ის ძალიან მძლავრია. ის მას ვერ აიღებდა, რადგან ამისთვის საჭირო თვითმფრინავები და სხვა შესაბამისი საშუალებები არ ჰქონდა“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ამერიკას აგრეთვე აქვს ისეთი ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც სხვებზე ოდნავ დაბალი კლასისაა.