აშშ-ის ხაზინის მდივანი ევროპას დიზელის მარაგების გახსნისკენ მოუწოდებს - ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულება და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ დამატებითი მარაგების ხელმისაწვდომობა

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ევროპას დიზელის მარაგების გახსნისკენ მოუწოდებს, რათა საწვავის მიწოდების შეფერხებით გამოწვეული შედეგები შეამსუბუქოს.

როგორც ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აშშ საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს, თავისი პირობა უნდა შეასრულოს ევროპამაც.

„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ საკუთარ ვალდებულებებს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით ასრულებს. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულება და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ დამატებითი მარაგების ხელმისაწვდომობა, რათა მიმდინარე შეფერხებების შედეგები შემსუბუქდეს.

ამერიკელმა ფერმერებმა, სატვირთო მანქანების მძღოლებმა და ბიზნესებმა გლობალური დიზელის დეფიციტის ტვირთი საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ. ამერიკა საკუთარ ნაწილს ასრულებს. ველით, რომ ჩვენი მოკავშირეებიც თავიანთ კონკრეტულ ვალდებულებებს შეასრულებენ“, - წერს ბესენტი.