თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 2026-2027 სასწავლო წლის პროგრამის მსმენელებს შეხვდა.

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების ოფიცრებს კანონშემოქმედებით პროცესზე ესაუბრა. ასევე გააცნო პარლამენტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი საკითხები. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა პარლამენტში ყოველწლიურად იმართება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების ოფიცრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.