ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს რა ტიპის გრანტი უნდა გაიცეს ენჯეო ორგანიზაციაზე.

„პირდაპირ ვთქვათ, ძალიან სასაცილოა, რომ თითქოს მთავრობის ბრალია, რომ ვიღაც ოფისს ხურავს და გადის ქვეყნიდან. მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს რა ტიპის გრანტი უნდა გაიცეს ენჯეო ორგანიზაციაზე. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში. შესაბამისად რა თქმა უნდა აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) გერმანული პოლიტიკური ფონდია და საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს. ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იძულებულია თბილისის ოფისი დახუროს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმას, რომ 2026 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ უარყო ფონდის განაცხადები მისი პროექტების გაგრძელების თაობაზე.