ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის შემდგარ კომუნიკაციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის იზრდება ის სფეროები, სადაც ხდება ურთიერთობების განვითარებაზე.

„უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ორივე მხარეს არსებობს იმის მზაობა, რომ ეს ურთიერთობები ასეთი პოზიციტიური ტენდენციით განვითარდეს და საბოლოო ჯამში როდესაც იქნება ამის დრო და ფორმატი ეს ყველაფერი გადაითარგმნოს სტრატეგიულ პარტნიორობაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.