დონალდ ტრამპმა „სუპერინტელექტის ძალების“ შექმნის შესახებ განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში „სუპერინტელექტის ძალების“ შექმნის შესახებ გამოაცხადა. ახალი სტრუქტურა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობის მუშაობას, ასევე ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან და მომხმარებლებთან ხელისუფლების ურთიერთქმედების კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
„სუპერინტელექტის ძალების“ ხელმძღვანელად ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეი კლეიტონი დანიშნა.
The Wall Street Journal-თან ინტერვიუში კლეიტონმა განაცხადა, რომ ახალი ჯგუფის პირველი ამოცანა 120 დღის განმავლობაში ისეთი ანგარიშის მომზადებაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებს შეაფასებს და ამ სფეროში მთავრობის სავარაუდო როლის შესახებ რეკომენდაციებს წარადგენს.
30 სექტემბერს ტრამპი თეთრ სახლში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის შედეგად, მისმა მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც მათ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისა და კონტროლის საკითხებისთვის მეტი ყურადღების დათმობას ავალდებულებს.