მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.
ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს.
მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძის ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და 13 ოქტომბერს განახლდება.
მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.