ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიასატარებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიასატარებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დანიაში, ნორვეგიასა დაშვედეთში მასშტაბური როუდშოუ მოაწყო. პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები სამივე ქვეყნისდედაქალაქებში - კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში  გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 საინფორმაციო და ბიზნეს შეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორიმონაწილეობდნენ. 

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა დასტოკჰოლმში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველიბანერები განთავსდა.

 სკანდინავიის რეგიონში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობისამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებითპირდაპირი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით.