ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. 27 წლის ქართველმა ურუგვაელ ლეოპოლდს სძლია და მერვედფინალში იჭიდავებს.

ამავე წონაში რამდენიმე წუთში იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ნინო ლოლაძე, რომლის მეტოქეც იაპონელი ომორი იქნება.

წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. დღეს მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ და ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.