რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათ ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათ ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ

4 ოქტომბრის აქცია არ იყო მხოლოდ ძალადობრივი, ეს იყო აგენტურული ჯგუფების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშუალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების თხოვნის შესახებ.

ამ ნაბიჯთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებზე საუბრისას იონათამიშვილი ამბობს, რომ მათ ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ.

„თუ საზოგადოებაში კიდევ ვინმე არ იყო დარწმუნებული მათ ზნეჩვეულებებში, ვფიქრობ რომ ამ პროცესების შემდეგ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ექნება საზოგადოების ყველა წევრს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.