ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მეოთხედფინალში მან ხორვატიის წარმომადგენელ ანა ვიკტორია პულიზს იპონით სძლია და ნახევარფინალში იჭიდავებს.

ფინალის საგზურისთვის 27 წლის ქართველი ჩინელ ბანგს ან გერმანელ ბელჰაუსს დაუპირისპირდება.

დღეს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ და ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.