პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.