ირაკლი კობახიძე: მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში
მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის განმარტებით, ეს მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში.
მინდა, მოგახსენოთ ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე. ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა პრემიერმა.