შალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ტანზანიის მხარის მიერ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზება.
შალვა პაპუაშვილმა ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე და გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მზაობა. ასევე, განიხილეს ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით თანამშრომლობა.
შეხვედრა შედგა ტანზანიის ქ. არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.