ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.

მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა მეოთხედფინალში სლოვენიელი ნასე ჰერკოვიჩი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად სერბ მიხაილო სიმინს დაუპირისპირდება.

ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.