პრემიერი ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია, ეს არის აშშ-ის სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას
ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ეხება.
პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია.
„ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.