ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

შეჯიბრებაზე გამოსვლას აგრძელებს ნინო გულბანი (70კგ). ის 1/16-ფინალურ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელს, მაია გოშენს შეხვდება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.