გიორგი ვოლსკი ბურჭულაძეზე: ბულინგს ელოდება და ეს ბულინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან

გიორგი ვოლსკი ბურჭულაძეზე: ბულინგს ელოდება და ეს ბულინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან

სამართლებრივად, მთავარი იქნება ის დოკუმენტი, რომელიც გაფორმდება, მისი განცხადებების მიუხედავად, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი პაატა ბურჭულაძის განცხადებას. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მოსაზრებით, ბურჭულაძე ბულინგს ელოდება.

„რასაკვირველია, ბულინგს ელოდება და ეს ბულინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან, რომ ის რევოლუციის ლიდერია და რევოლუციის ლიდერმა და მხედართმთავარმა არ უნდა მიატოვოს თავის ჯარისკაცები, რომლებიც მას აყვნენ და ახლა სასჯელს იხდიან კანონის დარღვევის გამო. უნდათ, რომ ის ექსტრემიზმი, რომელსაც ხალხის გარკვეული რაოდენობა ავსებს, არ შენელდეს. ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ამდენი დღე გაატარეს ქუჩაში, შემდეგ შენელდა, შემცირდა, გამოჩნდა უპერსპექტივობა და ამას ებრძვიან ახლა დღეს“, - მიიჩნევს ვოლსკი.

პაატა ბურჭულაძემ დაწერა, რომ საპროცესო შეთანხმება, პატიმრობიდან გათავისუფლების საშუალებაა. მანამდე პროკურატურას განცხადებებით მიმართეს 4 ოქტომბრის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის სხვა ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.