ირაკლი კობახიძე - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება
ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა ჯარიმების შემცირება.
„ჩვენ არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით, შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.