ტიერი მარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სრულიად ნათელია, რომ ეს რეზოლუცია, ფაქტობრივად, საქართველოში ოპოზიციის დახმარების მცდელობაა. ევროკავშირის წესები ძალიან მკაფიოა - თქვენ არ გაქვთ უფლება გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ
სრულიად ნათელია, რომ ეს რეზოლუცია, ფაქტობრივად, საქართველოში ოპოზიციის დახმარების მცდელობაა. ევროკავშირის წესები ძალიან მკაფიოა - თქვენ არ გაქვთ უფლება გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას.
„ევროკავშირის სამიზნე პოლიტიკის კონტექსტში, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტის მხრიდან, არსებობს ორი ქვეყანა: სერბეთი და საქართველო. თუ ერთ სესიას დააკვირდებით, მიიღება რეზოლუცია სერბეთის წინააღმდეგ; შემდეგ სესიაზე რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ მზად ვარ დაგენიძლაოთ, რომ ორ კვირაში ახალი სესია გაიმართება და დარწმუნებული ვარ, ამჯერად რეზოლუცია არა საქართველოს, არამედ სერბეთის წინააღმდეგ იქნება, რადგან მათ არჩევნები აქვთ.
სრულიად ნათელია, რომ ეს რეზოლუცია, ფაქტობრივად, საქართველოში ოპოზიციის დახმარების მცდელობაა. ევროკავშირის წესები ძალიან მკაფიოა - თქვენ არ გაქვთ უფლება გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ. მაგალითად, გაიხსენეთ, რატომ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 2024 წლის ივნისში? იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა გადაწყვიტეს, მიეღოთ კანონი უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით.
მაგრამ, ზუსტად ასეთ კანონს ვიღებთ ჩვენ აქ, სტრასბურგში. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ევროპარლამენტი უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით კანონს იღებს, ეს კარგია, მაგრამ თუ იგივე გააკეთა საქართველოს პარლამენტმა, ეს ცუდია.
მაგალითად, მოლდოვაში, ბოლო არჩევნების დროს მათ ერთი პარტია აკრძალეს. ეს პარტია ევროკავშირის სასარგებლოდ არ იყო განწყობილი, ევროკავშირმა კი არაფერი თქვა“, - აღნიშნა მარიანიმ.