BILD – გერმანიაში პოლიციამ მერიის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული ავღანელი მამაკაცი საპასუხო გასროლისას მოკლა

BILD – გერმანიაში პოლიციამ მერიის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული ავღანელი მამაკაცი საპასუხო გასროლისას მოკლა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში პოლიციამ 27 წლის ავღანელი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინფორმაციას გამოცემა BILD სახელმწიფო კრიმინალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 27 წლის ავღანელი მამაკაცი თავდაპირველად ქალაქის მერიის შენობაში შეიარაღებული შევიდა, რა დროსაც თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, შენობიდან გამოსული მამაკაცი მათ, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლად თავს დაესხა. ოფიციალური პირის თქმით კი ოფიცრებმა სწორედ ამის შემდეგ გახსნეს საპასუხო ცეცხლი. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ სულ ხუთი გასროლის ხმა გაიგეს.

27 წლის ავღანელ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.