მარიამ ქვრივიშვილი: დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს, - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის. გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებული, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა“, - აღნიშნა მინისტრმა