ირაკლი კობახიძე: მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ
ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითვას, თუ რატომ რჩება შეერთებული შტატების სანქციების სიაში ბიძინა ივანიშვილი.
„თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.
ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის ეს საკითხი საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან.
„საერთოდ არ იყო საუბარი ამერიკულ საქნციებზე, ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე. იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია, თქვენ იცით რა ხდებოდა, 2008 წელს დაიწყო სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარულ ბანკში და ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, აქ არ იყო საუბარი ფორმალურ სანქციებზე, რაც თავის დროზე დაწესდა ამერიკული მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის რა თქმა უნდა არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან. ეს სრულიად სხვა რამეა. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის საინტერესო, შესაბამისად არც ჩვენთვის არ არის საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს ყველას, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.
წინა ადმინისტრაციის აბსურდი იყო, რაც მათ განაცხადეს. ჩვენთვის არ არის საინტერესო, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის პირველ რიგში საინტერესო და შესაბამისად, ჩვენთვისაც არ არის საინტერესო. სტრატეგიული პარტნიორობა თუ აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.