პრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი და გრანტების შესახებ კანონის მიღებით დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენი ქვეყანა

გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მიიღო გრანტების შესახებ კანონი, რის შემდეგაც დამშვიდდა ქვეყანა.

„გრანტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს, რომ მე-5 წლის თავზე უნდათ, რომ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მე-6 მცდელობა. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს,“- განაცხადა პრემიერმა.