ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს აქვს სათანადო აღიარება ამ მიმართულებით. პრემიერის განცხადებით, ტრეფიკინგთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს აქვს სათანადო აღიარება. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტრეფიკინგთან ბრძოლა და მომავალშიც ძალისხმევას არ მოვაკლებთ ამ საქმეს“, - განაცხადა პრემიერმა.