ბეღლეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეღლეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილენურიგორგაძე, რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და გამარჯვებულ გუნდებს გამარჯვება მიულოცა. მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებსსაკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.
მისი თქმით, მერია მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ღონისძიებების მხარდაჭერას. დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ, პირველი ადგილი ჯგუფმა „სენტენსმა“ დაიკავა, მეორე ადგილზე „არგონავტები“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ტუნაძეებმა“ დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გადაეცათ. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ინტელექტუალური დაანალიტიკური აზროვნების, ცოდნისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, ასევე ახალგაზრდების საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ აქტივობებში ჩართულობის წახალისება იყო.
ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.