შალვა პაპუაშვილი ნანა ყეინიშვილის საქმეზე: მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე, - განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას.
პაპუაშვილი თქმით, მთავარი კითხვის ადრესატი ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, თუ როგორ შეარჩია მან ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად.
„ეს მას [სალომე ზურაბიშვილი] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და რანაირად წარმოადგინა კანდიდატურები, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გარკვეულიყო ამ საკითხში, რაც შეეხება წევრების არჩევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პროკურატურა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებებს შეისწავლის.
2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.