ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა, რომელიც ა(ა)იპ „სისხლის დონაციის ბანკის“ ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე იმყოფებოდა.

„სისხლის დონაციის ბანკი“ სისხლის კომპონენტებით ამარაგებს ბავშვთა საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, ახალშობილთა და ონკოლოგიურ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებებს. სწორედ ამიტომ აქციის მიზანია სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგის შევსება და იმ პაციენტების დახმარება, რომელთა სიცოცხლეც სისხლის დროულ მიწოდებაზეა დამოკიდებული.

აქციაში მონაწილე დონორებს უფასოდ ჩაუტარდათ სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა, ასევე კვლევები ჰეპატიტ B-სა და C-ზე, აივ ინფექციასა და სიფილისზე.