გურამ მაჭარაშვილი - დაპირისპირება და ქვეყნის ღალატი „ნაცმოძრაობის“ ბუნებაა, საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, მათი ქმედებები კრიმინალში რომ არ გადაიზარდოს
დაპირისპირება და ქვეყნის ღალატი „ნაცმოძრაობის“ ბუნებაა. კითხვა მაქვს, აბა, სად არის პარტიული დემოკრატია, როცა სააკაშვილმა ერთი ტაშის დაკვრით მათივე წესებით არჩეულ პარტიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ გათავისუფლებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მეორე თავმჯდომარედ ჯერ არ დაუნიშნავს და უკვე აკრიტიკებს.
„საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, რომ მათი ქმედებები კრიმინალში არ გადაიზარდოს. სააკაშვილი თავის თავს ხან ნელსონ მანდელას ადარებს, ხან დავით აღმაშენებელს, ხან გიორგი მე-12-ს. საპყრობილეში ასეთი აზრები ადამიანებს მოსდით, რადგან საქმე არაფერი აქვთ. სააკაშვილის მსგავს ადამიანს განდიდების მანია ყოველთვის ექნება. მისი ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს, ვისთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. შემდეგ ამბავი ატყდება, ნანული იყოს პრემიერ-მინისტრი, თუ თინიკო. შემდეგ ისინი ბელადის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. საქართველოს საზოგადოებისთვის ეს შეთავაზება აქვთ? ევროკავშირის ელჩი ამ პარტიაზე ამბობდა, პროევროპული პარტია არისო? კითხვებს უპასუხონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.