„ბრძოლა ბერი გაბრიელი“ - ახალი ქართული ფილმის დახურული ჩვენება ვახტანგ სარალიძის სახელობის დარბაზში გაიმართა

„ბრძოლა ბერი გაბრიელი“ - ახალი ქართული ფილმის დახურული ჩვენება ვახტანგ სარალიძის სახელობის დარბაზში გაიმართა

„ბრძოლა ბერი გაბრიელი“ - ახალი ქართული ფილმი, რომელიც მაყურებელს ბერი გაბრიელის მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზაზე მოუყვება. რეჟისორ გიორგი კაჭარავას ნამუშევრის დახურული ჩვენება ვახტანგ სარალიძის სახელობის დარბაზში გაიმართა.

ფილმი მაყურებელს 1960-იანი წლების საბჭოთა საქართველოში ამოგზაურებს და მომავალ წმინდანს იმ რთულ პერიოდში გვიჩვენებს, როდესაც მას რეპრესიულ სისტემასთან დაპირისპირება და რწმენის შენარჩუნება უკიდურესი ზეწოლის პირობებში უწევდა. ფილმის მთავარი თემაა ადამიანის ბრძოლა თავისუფლებისა და რწმენისთვის საბჭოთა რეჟიმის, შიშისა და ზეწოლის წინააღმდეგ.

ბერი გაბრიელის როლს მსახიობი ზურაბ ავსაჯანიშვილი ასრულებს, საბჭოთა „კაგებეს“ აგენტის როლში კი ვახტანგ ნოზაძე გვევლინება.

ფილმს - „ბრძოლა ბერი გაბრიელი“ კინოთეატრებში მაყურებელი 22 ოქტომბრიდან იხილავს.